ტოკიო-2020-ზე მოხალისეობა 200 ათასზე მეტ ადამიანს სურს

05 დეკემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის ცნობით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხალისეთა პროგრამაში მონაწილეობისთვის 200 ათასზე მეტი ადამიანის განცხადებაა შესული.

აღსანიშნავია, რომ 5 დეკემბერს მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ტოკიო-2020-ს 80 ათასი მოხალისე მოემსახურება, თუმცა მოხალისედ მუშაობის სურვილი იაპონიიდან და დანარჩენი მსოფლიოდან 204 680 ადამიანს სურს.