ოლიმპიური სამიტი სპორტის მზარდი პოლიტიზაციით უკმაყოფილოა

08 დეკემბერი 2019

ლოზანაში, ოლიმპიური სამიტის მონაწილეებმა სპორტის მზარდ პოლიტიზაციასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამიტმა ხელისუფალთ და ქვეყნის მეთაურებს მოუწოდა სპორტის მეშვეობით პატივი სცენ ოლიმპიური მოძრაობის გამაერთიანებელ მისიას. მონაწილეებმა სპორტის მზარდ პოლიტიზაციასთან დაკავშირებით გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება."

დოკუმენტში მოტანილია სპორტის პოლიტიზების ცალკეული მაგალითები:  მთავრობები, რომლებიც მოუწოდებენ სპორტსმენებსა და გუნდებს მონაწილეობა არ მიიღონ კონკრეტულ ქვეყნებში ჩატარებულ შეჯიბრებებში; საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობის მსურველ სპორტსმენებზე ვიზების გაცემის შეზღუდვა; ორგანიზატორების მხრიდან გარკვეული ქვეყნების დროშების აღმართვაზე და სახელმწიფო ჰიმნების შესრულებაზე წინააღმდეგობის გაწევა; ეროვნული სპორტული ორგანიზაციების მუშაობაში მთავრობების არაერთგზის ჩარევა.

„ყველა ეს მაგალითი სპორტის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უპატივცემულობაა. სპორტის მზარდი პოლიტიზირების პირობებში,  ოლიმპიური თამაშები იქნება ეს თუ მსოფლიოს ჩემპიონატები, სპორტის მთავარი მისიის განხორციელება შეუძლებელი ხდება. სამიტის თითოეული მონაწილე ერთსულოვანია იმაში, რომ დაარწმუნონ ხელისუფლებები, პატივი სცენ ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, რაც მკაცრად უნდა იქნეს დაცული," - ვიტყობთ სამიტის მონაწილეთა განცხადებიდან.