შეიქმნა მილანის და კორტინა დ`ამპეცოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი

14 დეკემბერი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) იტყობინება, რომ შეიქმნა მილანის და კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი.

საორგანიზაციო კომიტეტში შევიდნენ მილანის მერი ჯუზეპე სალა, კორტინას მერი ჯანპიეტრო გედინა, ლომბარდიის (ადმინისტრაციული რაიონი, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მილანი) გუბერნატორი ატილიო ფონტანა, ვენეტოს გუბერნატორი (ადმინისტრაციული რაიონი, სადაც მდებარეობს კორტინა დ'ამპეცო) ლუკა ძაია, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო და იტალიის პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი ლუკა პანკალი.

საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორთა საბჭო შეირჩევა 22 წევრისგან.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 6-22 თებერვალს, პარალიმპური - 6-15 მარტს.