ვალენტინა კუზმიდის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით მხატვრული ტანვარჯიშის რიგით მე-2 ფესტივალი გაიმართა

15 დეკემბერი 2019

14 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით გაიმართა მხატვრული ტანვარჯიშის ფესტივალი.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ტანვარჯიშის ტურნირი, თბილისის თასი და საქართველოს ჩემპიონატი ჩერლიდინგში.

შეჯიბრებაში  მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000- ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.  საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ შესაბამისი პრიზებით.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.  

ფესტივალის ჩატარდა  ტანვარჯიშის პოპულარიზაცის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასობრივი განვითარების, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარის განვითარების ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ:

-         საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო

-         საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

-         თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი

-         საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია

-         ქ.თბილისის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია

-         ვალენტინა კუზმიდის ტანვარჯიშის უმაღლესი სკოლა

-         ა(ა)იპ - ,, შტატი 51"

-         საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

-         საქართველოს ეროვნული ესთეთიკური ჯგუფური ტანვარჯიშის ფედერაცია