71 წლის შემდეგ სენტ მორიცს ოლიმპიური ცეცხლი დაუბრუნდა

16 დეკემბერი 2019

სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) ეგიდით მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარებით ლოზანა-2020-ის ორგანიზატორებს საშუალება მიეცა მედიის წარმომადგენლებისთვის, გულშემატკივრებისთვის და ათლეტებისთვის წარედგინათ მომავალი თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო.

ოლიმპიური ცეცხლის მთავარ არენაზე მიტანის პატივი ხვდა სამთო თხილამურობაში სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, შვეიცარიელ სანდრო ვილეტას.

2020 წელს ლოზანას ეწვევა 15-დან 18 წლამდე 1800 ათლეტი, რომლებიც საკუთარ ძალებს მოსინჯავენ სპორტის 8 სახეობაში. მათ შორის იქნებიან საქართველოს წარმომადგენლებიც.