ტოკიო-2020-ის უმთავრესი არენა ოფიციალურად გაიხსნა

17 დეკემბერი 2019

იაპონიის დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს.

სტადიონი 68 ათას ადამიანს იტევს და ის ასევე მიიღებს შეჯიბრებებს მძლეოსნობაში და ფეხბურთში.

ეროვნულ სტადიონს მდიდარი ისტორია აქვს და ტოკიოს ერთ-ერთი სიმბოლოა. 1964 წელს სწორედ ის იყო ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა.

2020 წლისთვის ისტორიულ სტადიონის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის დიზაინი შექმნა არქიტექტორმა კენგო კუმამ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ეკოლოგიურობას.

ეროვნული სტადიონის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე. განახლებულ სტადიონზე პირველი ასპარეზობები გაიმართება 1 იანვარს, როდესაც იქ ფეხბურთში იმპერატორის თასი გათამაშდება.