ტოკიო-2020-მა ინსცენირებული მიწისძვრა მოაწყო

20 დეკემბერი 2019

ტოკიო-2020-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური თამაშებისას შესაძლო მიწისძვრით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის და სიტუაციაზე კონტროლის მიზნით, არიაკეს ტანვარჯიშის ცენტრში ინსცენირებული მიწისძვრა  მოაწყვეს.

საცდელ ღონისძიებაში დაახლოებით 650 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის -იაპონიის დედაქალაქის მთავრობის ოფიციალური პირები, პოლიცია, მეხანძრეები და თავდაცვის სამსახურები. თითოეული მათგანი შესაბამის სამუშაოებს ასრულებდა - შესაძლო დაზარალებულების პირველადი დახმარება იყო ეს, მათი დროული ევაკუაცია თუ უსაფრთხო ადგილზე გაყვანა. სწავლება ასევე ითვალისწინებდა შშმ პირების დახმარებას.

7,3-ბალიანი ინსცინირებული მიწისძვრის თარიღად განსაზღვრული იყო 2020 წლის 26 ივლისის 09:15 საათი.

საცდელ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი 350-მა ადამიანმა გამოთქვა, რამაც სწავლების ორგანიზატორები სასიამოვნოდ გააოცაა.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2020 წლის 24 ივლისი-9 აგვისტოს ჩათვლით.