ძალოსანთა დასკვნითი შეჯიბრება: საქართველოს თასი და კახი კახიაშვილის სახელობის 23-ე საერთაშორისო ტურნირი

27 დეკემბერი 2019

თბილისის ოლიმპიურ პარკში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში დასრულდა 2019 წლის ძალოსნობის დასკვნითი შეჯიბრება საქართველოს თასი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის 23-ე საერთაშორისო ტურნირი.

საქართველოს თასზე პრიზიორები პირად-გუნდურ შეჯიბრებაში გამოვლინდნენ, კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირზე კი - სინკლერის სპეციალური წესით.

ტურნირს დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

„კახის თასის" რიგით 23-ე გათამაშებას აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები ეწვივნენ, საქართველოს ნაკრები კი მხოლოდ ნაწილობრივ იყო წარმოდგენილი, მაგრამ მას განსაკუთრებულ სტატუსი შესძინა ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონისა და რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის ასპარეზობამ.

ტიტულოვანმა ქართველმა, რომელიც ერთი დღით ადრე საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა, რამდენიმე დღით ადრე კი ასევე საუკეთესოდ სცნეს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ გამოკითხვაში, გულშემატკივარი არ დააღალატა და ახალი წლის მიჯნაზე ფიცარნაგზე გავიდა და, რა თქმა უნდა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგო.

კახი კახიაშვილის ტურნირის პრიზიორები:

ვაჟები
I ლაშა ტალახაძე - 455,55 ქულა
II სიმონ მარტიროსიანი - 438,5 ქულა
III გიორგი ჩხეიძე - 406,01 ქულა
IV კარენ ავაქიანი - 405,16 ქულა
V შოთა მიშველიძე - 403,76 ქულა
გოგონები
I თათია ლორთქიფანიძე - 223,17 ქულა
II ნათია გადელია - 202,9 ქულა
III მარიამ მაისურაძე - 194,67 ქულა
IV მარიამ მურღვლიანი - 186,16 ქულა
V ლიანა ოქროპირიძე - 131.23 ქულა

საქართველოს თასის პრიზიორები:

55 კგ.
I რამინ შამილიშვილი (ქობულეთი) - 81/102/183
II არჩილ ოქროპირიძე (თბილისი)- 80/97/177
61 კგ.
I რამინ შამილიშვილი (ქობულეთი) - 119/150/269
II გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 122/146/268
III გიორგი დოკვაძე (საჩხერე) - 107/130/237
67 კგ.
I გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 133/158/291
II შოთა მიშველიძე (ქუთაისი) - 132/157/289
III სანდრო ღარიბაშვილი (დუშეთი) - 103/122/225 - 93/122/215

73 კგ.
I კახი ასანიძე (თბილისი) - 133/162/295
II გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) - 125/150/275
III თორნიკე ლომთაძე (ქუთაისი) - 103/130/233

81 კგ.
I არჩილ მალაყმაძე (ქობულეთი) - 140/171/311
II ბონდო კილაძე (საჩხერე) - 121/145.266
III ლუკა ოჩიგავა (თბილისი) - 121/139/260

89 კგ.
I ლომია თებიძე (ქობულეთი) - 145/184/229
II ალკაზარ გოგიტიძე (ქობულეთი) - 135/164/299
III გურამ ვეკუა (ზუგდიდი) - 123/147/270

96 კგ.
I ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 150/179/329
I ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) - 150/170/320

102 კგ.
I ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) 129/163/292

109 კგ.
I აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - 150/185/335
II გიორგი კირვალიძე (საჩხერე) - 143/170/313

+109 კგ.
I ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - 210/245/455
II გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) 177/218/395
III მიხეილ ადამია (თბილისი) - 140/165/305

გუნდური:
I ქუთაისი - 186 ქულა
II ქობულეთი - 180
III საჩხერე - 172