RUSADA რუსეთისთვის დაწესებულ სანქციების გაასაჩივრებს

28 დეკემბერი 2019

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ (RUSADA) მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის დაუთანხმებლობის შეტყობინება გაუგზავნა.

RUSADA-ს გენერალური დირექტორის იური განუსის ცნობით, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს წევრთა საერთო თავყრილობაზე შეთანხმდნენ გაასაჩივრონ რუსეთისთვის დაწესებული სანქციათა პაკეტი.

„გაგზავნილი საბუთების პაკეტში შედის შეტყობინების წერილი, RUSADA-ს გენერალური დირექტორის თანმხლები წერილი, დამფუძნებელთა საბჭოს პროტოკოლის თარგმანი და ეთიკის ოფიცრის წერილი," - განაცხადა იური განუსმა. ის შიშობს, რომ რუსეთის ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება.

9 დეკემბერს WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ სკანდალების გამო რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა.

შეჯიბრებებზე დაიშვებიან მხოლოდ „სუფთა" ათლეტები, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით და სახელმწიფო დროშის გარეშე გამოვლენ.

რუსეთს ასევე აეკრძალა ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობა ან მათ ჩატარებაზე განაცხადის გაკეთება.