იაპონიის ავიახაზები ტოკიო-2020-ის სტუმრებს უფასო ბილეთებს შესთავაზებს

04 იანვარი 2020

იმ უცხოელებს, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიურ  და პარალიმპურ  თამაშებზე იაპონიას ეწვევიან იაპონიის ავიახაზები შიდა ფრენების უკან დასაბრუნებელ 50 ათას ბილეთს უფასოდ შესთავაზებს. ამ საჩუქრით სარგებლობა მხოლოდ იაპონიის საზღვრებს გარეთ ავტორიზებულ უცხოელ მომხმარებელს შეეძლება.

იაპონიის ავიახაზების თანახმად, რომელიც ტოკიო-2020-ის მხარდამჭერია, შესაბამისი ინიციატივა უცხოელ ტურისტებს რეგიონალური ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად წაახალისებს.

ცნობილია, რომ იაპონიის ავიახაზების მგზავრებს მათთვის სასურველი ადგილობრივი მიმართულებით უფასოდ მგზავრობით სარგებლობა შეეძლებათ ტოკიოს ჰანედას აეროპორტიდან.

იაპონიის დედაქალაქი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, პარალიმპურს კი - 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

იაპონიას შარშან დაახლოებით 31 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისას კი დამატებით 600 ათას უცხოელ ტურისტს ელოდებიან.