IOC-ის თანამშრომლები ლოზანა-2020-ის მოხალისეებში ჩაეწერნენ

05 იანვარი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) თანამშრომლები იმ 3 ათას მოხალისეს შორის იქნებიან, რომლებიც ლოზანის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს (9-22 იანვარი) მოემსახურებიან.

IOC-მა თავისი თანამშრომლები ლოზანის შტაბ-ბინიდან 4 დღით გაათავისუფლა, რათა ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშების მოხალისედ ყოფნის საშუალება ჰქონოდათ.

აღსანიშნავია, რომ IOC-ის თანამშრომლებმა მოხალისედ მუშაობის გამოცდილება 4 წლის წინათ ლილეჰამერის ამავე რანგის ღონისძიებაზე მიიღეს.

„ერთის მხრივ, ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის სიამაყის საბაბია იყვნენ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ნაწილი, რომელსაც ჩვენი ქალაქი მასპინძლობს. მეორეს მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია ისარგებლებს საველე პირობებში შეძენილი გამოცდილებით, რადგან მისი თანამშრომლები უშუალოდ შეჯიბრების ადგილზე შეიტყობენ, უკეთ როგორ შეასრულონ საკუთარი მოვალეობები," - განმარტავს IOC-ის ადამიანური რესურსების დირექტორი სავიე ტისიერი.

ასევე ცნობილია, რომ მოხალისეთა რიგებში ჩაეწერებიან ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FEI) წარმომადგენლებიც, რომლებიც 5 დღით მოემსახურებიან ლოზანა-2020-ს.

ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 200-მდე ქვეყნის 15-18 წლის სპორტსმენები გამოვლენ. მათ შორის იქნება საქართველოს 8 სპორტსმენი.