ტოკიო-2020 ოფიციალურ პლაკატებს გამოფენს

06 იანვარი 2020

19 ხელოვანის მიერ შექმნილი ნამუშევრები ხვალიდან ტოკიოში გამოიფინება. გამოფენის მიზანია ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების წარმოჩენა, მულტისპორტული ღონისძიებებისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

ხელოვანთა შორის არიან იაპონელი და უცხოელი მხატვრები, კალიგრაფები, გრაფიკოსები, მანგას მხატვრები და ფოტოგრაფები. 12 პლაკატი ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება, 8 - პარალიმპურს. თითოეულ მათგანში დაცულია ოლიმპიური თამაშების რეკლამირების ტრადიცია.

იაპონელი ასაო ტოკოლო, რომელმაც ტოკიო-2020-ის ემბლემა შეიმშავა, თითო ოლიმპიურ და პარალიმპურ ნამუშევარს გამოფენს.

გამოფენა 7 იანვრიდან 16 თებერვლამდე გაგრძელდება. გამოფენას მასპინძლობს ტოკიოს თანამედოვე ხელოვნების მუზეუმი.