თომას ბახი: ოლიმპიური თამაშები დოპინგისგან სუფთა სპორტსმენების დაცვისკენაა მიმართული

10 იანვარი 2020

ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განცხადა, რომ დოპინგისგან სუფთა სპორტსმენების დაცვა ერთ-ერთი უმთვარესი ამოცანაა, რომელსაც ასრულებს ოლიმპიური თამაშები.

„ეს ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ღირებულებების ანარეკლია. აქ სპორტსმენები შთაგონებას მიიღებენ და ოლიმპიურ მოძრაობაზე უფრო მეტს შეიტყობენ. მათ შორის იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დოპინგის დაუხმარებლად სამართლიანი ასპარეზობა. ამით ვაჩვენებთ სპორტსმენებს და მთელ მსოფლიოს, რომ ოლიმპიური თამაშები და ახალგაზრდული თამაშები სპორტსმენთა დაცვისკენაა მიმართული," - აღნიშნავს თომას ბახი.