2024 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს პიონჩანგი და კანინი უმასპინძლებენ

11 იანვარი 2020

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 135-ე სესიაზე 2024 წლის ზამთრის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პატივი სამხრეთ კორეას მიაკუთვნეს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. კორეაში თამაშების ჩატარებას 79 დელეგატის ხმა ერგო, 2 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

მულტისპორტული ღონისძიებას უმასპინძლებს კანვონდოს პროვინცია, რომლის ცენტრიცაა პიონჩანგი - 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი. პიონჩანგში ჩატარდება შეჯიბრებები სამთო სახეობებში, კანინში - ყინულის სახეობებში.

საგულისხმოა, რომ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად იმავე ობიექტებს გამოიყენებენ, რომლებსაც ორი წლის წინ იყენებდნენ. ორგანიზატორები და IOC არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სამთო მოთხილამურეთა ასპარეზობების ნაწილი ჩრდილოეთ კორეამ მიიღოს.