თომას ბახი ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებას უაზრობად მიიჩნევს

11 იანვარი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის მოსაზრებით, ოლიმპიური თამაშების პოლიტიკური ბოიკოტირების ისტორია მათ უსარგებლობაზე მიუთითებს.

„პოლიტიკოსებისადმი ჩემი გზავნილი ყოველთვის ის არის, რომ ოლიმპიური თამაშების მისია გაერთიანებაა და არა განხეთქილება. ამ ასპარეზობას მოაქვს მშვიდობა, ამიტომაც ბოიკოტის ნებისმიერი სახე, მიუხედავად მათი მიზეზისა, ეწინააღმდეგება ოლიმპიური თამაშების მისიას. ასე რომ, პოლიტიკოსებს ვთხოვ, პატივი სცენ ამ მისიას. ჩვენ ჩვენის მხრივ უნდა დავიცვათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სხვაგვარად დაშორიშორების პროცესის თანამონაწილენი ვიქნებით.

ბოიკოტებს, რომლებსაც კი შევჯახებივართ, მაგალითად - მოსკოვის და ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე, არანაირი ეფექტი არ მოუცია. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს ავღანეთში მდგომარეობა არ შეუცვლია. 1984 წლის ლოს ანჯელესის თამაშების ბოიკოტს პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერი არ შეუცვლია აშშ-ში და მსოფლიოში" - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა.