ნინო კურტანიძემ გიგანტური სლალომი 58-ე ადგილით დაასრულა

12 იანვარი 2020

ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს, ასპარეზობაში საქართველოს სამთო მოთხილამურეც ჩაება, თუმცა წარუმატებლად.

გიგანტურ სლალომში მოასპარეზე 17 წლის ნინო კურტანიძემ პირველი დაშვებისას ტრასა 1:27.78 წუთში გაიარა, რაც 78 მონაწილეს შორის 52-ე შედეგი იყო. აღსანიშნავია, რომ ტრასის ბოლომდე გავლა ოცმა მოთხილამურემ ვერ შეძლო.

კურტანიძე მეორე დაშვების სტარტზე არ გამოცხადდა და საბოლოოდ 58-ე ადგილი დაიკავა.