საქართველოს სამთო მოთხილამურეთა გუნდმა ლოზანაში ასპარეზობა დაასრულა

14 იანვარი 2020

ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველო ორი სამთო მოთხილამურით იყო წარმოდგენილი. სლალომში სტარტზე გავიდნენ ნინო კურტანიძე და ნოდარ კოზანაშვილი, მაგრამ პირველი დაშვებისას ტრასა ვერ დაასრულეს და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

18 იანვარს სენტ მორიცში ასპარეზობა ელით ჩვენს მოციგავეებს - ლუკა და ლაშა მჭედლიანებს. ქართველი სპორტსმენები ერთეულთა შეჯიბრებაში გამოვლენ.