AIBA-ს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

22 იანვარი 2020

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის მოჰამედ მუსტასანეს განცხადებით, ასოციაციისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად, შესაძლოა, AIBA-მ სახელი შეიცვალოს.

შარშან, ივნისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით AIBA-ს IOC-ის წევრობა შეუჩერდა, მაგრამ ოლიმპიურ პროგრამაში შენარჩუნდა კრივი. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება გახდა. IOC უკმაყოფილო იყო AIBA-ს მმართველობით, ფინანსებით, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით.

„გადავწყვიტეთ სერიოზული მუშაობა გავწიოთ და IOC-ის მოხსენებაში მოყვანილი ყველა საკითხი გადავჭრათ. ვცდილობთ, შემხვედრი ნაბიჯი გადავდგათ და ვაჩვენოთ, რომ უმოქმედოდ არ ვართ. გვინდა ვაჩვენოთ, რომ კრივზე ვზრუნავთ.მარკეტინგის კომისიასთან ერთად, კრედიტორეებთან მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს განვიხილავთ, ასევე - ასოციაციის სახელწოდების შეცვლის შესაძლებლობას,"- განაცხადა AIBA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

AIBA შესაბამისად იწოდება 1946 წლიდან.