მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

26 იანვარი 2020

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ორ დისციპლინაში - ქალთა ერთეულებში და სპორტულ ცეკვებში იასპარეზა.

ერთეულებში პირველობისთვის ალინა ურუშაძე იბრძოდა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 95.25 ქულა მიიღო, ჯამში კი 154.81 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილი დაიკავა.

სპორტულ ცეკვებში თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა და 99.73 ქულით მე-14 შედეგი ჰქონდა. ქართულ წყვილს ასევე მე14 ადგილი ერგო მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 167.22 ქულით.