ტოკიო-2020 ღამის მატარებლების დანიშვნას გეგმავს

26 იანვარი 2020

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი იაპონიის დედაქალაქის მთავრობასთან ერთად ოლიმპიური თამაშებისას ღამის მატარებლების გაშვებასთან და დღის მატარებლების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით სარკინიგზო კომპანიებთან  მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ცვლილებები შეეხება შორ მანძილებზე მოძრავ მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის მიმღებ ქალაქებს - საიტამას, კაშიმას, იოკოჰამას, სენდაის, საპოროს და ტოკიოს შორის.

ღამის მატარებლების ამოქმედების უმთავრესი მიზეზია ტოკიოს ცხელი ამინდების გამო ასპარეზობების საღამოს საათებში ჩატარება. აქედან გამომდინარე, რიგი ღონისძიება საკმაოდ გვიან დასრულდება, რათა ტოკიოს შორეული რაიონებისკენ გულშემატკივართა გადაადგილებას წინაღობა არ შეექმნას.