კობი ბრაინტის დაღუპვას ოლიმპიური მოძრაობა ეხმაურება

27 იანვარი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) მწუხარებას გამოთქვამს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის და NBA-ის ხუთგზის ჩემპიონის კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო.

„კობი ბრაიანტ, განისვენე მშვიდად. შენ ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები," - ვიტყობთ IOC-ის ოფიციალური ტვიტერიდან.

ლეგენდარული კალათბურთელის დაღუპვას ეხმაურება IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი: კობი იყო სახელოვანი და ნამდვილი ოლიმპიური ჩემპიონი. ის ადამიანთა ცხოვრების შესაცვლელად მაქსიმალურად იყენებდა სპორტის ძალას. თამაშიდან წასვლის შემდეგ, რომელიც ასე ძაან უყვარდა, ის აგრძელებდა ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერას და იყო ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების სულისჩამდგმელი. ჩვენ ყველას დაგვაკლდება მისი ენერგია და მორიდებული ხასიათი. ვუთანაგრძობთ მის ოჯახს, მეგობრებს, პატივს მივაგებთ სხვა დაღუპულებს," - თომას ბახის სამძიმრის სიტყვებს ავრცელებს IOC-ის პრესსამსახური.

შვეულმფრენმა, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა 41 წლის კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილია ჯანა კალაბასასეში (აშშ, კალიფორნია) 26 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ცხრა ადამიანი დაიღუპა.

კობი ბრაიანტმა კარიერა 2016 წელს დაასრულა. ის 20 წლის განმავლობაში იცავდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ღირსებას, ხუთჯერ გახდა NBA ჩემპიონი, 18-ჯერ იასპარეზა ყველა ვარსკვლავთა მატჩში.

აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში ჩემპიონობა იზეიმა პეკინის 2008 და ლონდონის 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.