გოგიტა არქანიამ პარიზის პრემიერ ლიგა მოიგო

28 იანვარი 2020

გოგიტა არქანიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მნიშნელოვანი ქულები გამოიმუშავა. ქართველმა კარატისტმა პარიზის პრემიერ ლიგა მოიგო.

არქანიამ +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ექვსი ორთაბრძოლა ჩაატარა, ამდენივე მოიგო, 990 ქულა გამოიმუშა და ოქროს მედალი დაიმსახურა. ამასთან, ის შესაბამისი წონით კატეგორიის რეიტინგშიც პირველია.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა კარატისტმა ახალ სეზონში პირველ წარმატებას 10 იანვარს სან ტიაგოში A კატეგორიის ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მიაღწია და სალიცენზიო ქულები იქაც მიიღო.