სეოკ-სა და „ავერსს" შორის თანამშრომლობა გრძელდება

28 იანვარი 2020

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტსა და „ავერსს" შორის გრძელდება თანამშრომლობა, რომელსაც 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი.

დღეს სეოკ-ის  პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და ავერსის" კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა  დიმიტრი ჯორბენაძემ თანამშრომლობის შესახებ  მორიგ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

ამ მემორანდუმის თანახმად, „ავერსი" 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს, ვეტერან ოლიმპიელებს გაუწევს  უფასო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით.

„ავერსის" კლინიკაში მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი,  ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური  ჩემპიონები: რაფაელ ჩიმიშკიანივაჟა კაჭარავა, შოთა ხაბარელი, დავით გობეჯიშვილი,  გელა კეტაშვილი, მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები.

მემორანდუმის ხელმოწერისას  აღინიშნა, რომ ეს არის ძალზე წარმატებული პროექტი, რომლის მეშვეობითაც  ასეულობით ვეტერანმა თუ მოქმედმა სპორტსმენმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.