ანტონ პლესნოიმ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს სეზონის პირველი ოქროს მედლები მოუპოვა

30 იანვარი 2020

რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრების მესამე წარმომადგენლისთვისაც წარმატებული გამოდგა.

96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანტონ პლესნოიმ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს სეზონის პირველი ოქროს მედლები მოუპოვა.

მომავალმა ჩემპიონმა ატაცში 176 კილოგრამი, აკვრაში კი 210 კილოგრამი დაძლია, ორივე დისციპლინაში მეტოქეთათვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და ორჭიდის ჯამში 386 კილოგრამით ასევე კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა. გარდა ამისა, პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მნიშვნელოვანი სალიცენზიო ქულებიც ჩაიწერა.

რამდენიმე დღით ადრე მსოფლიო თასზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ), ხოლო გოგა ჩხეიძემ (67 კგ) საქართველოს ნაკრებს 2 ბრინჯაოს მედალი შემატა.