სინძო აბე: ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს კორონავირუსი ვერ შეაჩერებს

05 თებერვალი 2020

იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე პირობას დებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს კორონავირუსი ვერ შეაჩერებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იაპონია შესაძლო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საპასუხო ზომებს მიიღებს. იაპონია მჭიდროდ ითანამშრომლებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა ტოკიოს თამაშებისთვის მზადებას ვირუსი ვერ დაემუქროს.

ახალი ვირუსის გავრცელებით გაჩნდა შიში, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ოლიმპიურ თამაშებზე. ტოკიოს გუბერნატორის იურიკო კოიკეს თქმით, ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისში ადმიანების დასაცავად ინფექციურ დაავადებასთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომები გატარდება.

ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ტოკიოს ოლიმპიური სოფლის მერი საბურო კავაბუჩი აღიარებს, რომ მისთვის ყველაზე დიდ პრობლემად რჩება კორონავირუსი.