პეკინი-2022 უსაფრთხოების საგანგებო ცენტრს შექმნის

05 თებერვალი 2020

ჩინეთის ხელისუფლება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩასატარებლად უსაფრთხოების საგანგებო ცენტრს შექმნის.

„ჩინეთი ძალზე დიდ ყურადღებას უთმობს სპორტულ ღონისძიებათა უსაფრთხოებას. უსაფრთხოების საკითხებში, ტერორიზმთან და რადიკალიზმთან ბრძოლაში ეფექტური პრაქტიკა შევიმუშავეთ. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ვისურვებდით შესაბამისი გამოცდილების გაზიარებას,"- სპორტული მოვლენების უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა ჩინეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ჩჟან ცზიუნმა.

მისი განმარტებით, ჩინეთი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად 2015 წელს შეუდგა უსაფრთხოების პროგრამის შემუშავებას. ოლიმპიური ობიექტების მოწყობისას გათვალისწინებულია უსაფრთხოების სისტემები. ასევე შეიქმნება უსაფრთხოების, სამეთაურო და დაზვერვითი ცენტრები.

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2022 წლის 4-20 თებერვალს, პარალიმპურ თამაშებს კი - 4-13 მარტს.