სპორტის მენეჯმენტის კურსების მე-2 სემინარი

07 თებერვალი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერითა და სეოკ-ის ინიციატივით ორგანიზებული პროექტის - სპორტული მენეჯმენტის უმაღლესი კურსების ფარგლებში 2020 წლის 7 თებერვალს ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა მე-2 სემინარი.

მონაწილეებმა მოისმინეს სეოკ-ისა და მოწვეული  ექსპერტების პრეზენტაციები სპორტული მენეჯმენტის  საკითხებზე, მათ შორის - მარკეტინგი,ფინანსების მართვა  და  სხვა.

მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული  „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing Olympic Sport Organizations- MOSO") სახელმძღვანელოში შესული მასალის საფუძველზე და მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ  გამოცდილებას მენეჯმენტის სფეროში.

განვლილი პერიოდი დაეთმო მიწოდებული მასალის შესწავლას MOSO-ს (Managing Olympic Sport Organizations)  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თემების მიხედვით, ინდივიდუალური პრეზენტაციების  მომზადებასა და ტესტების დამუშავებას.

მომდევნო მე-3 სემინარი გაიმართება 2 აპრილს, რომელიც ძირითადად დაეთმობა მონაწილეთა მიერ მოსმენილი და ნასწავლი მასალის საფუძველზე მომზადებულ პრეზენტაციებს.

მენეჯმენტის კურსები დასრულდება 2020 წლის მაისში.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები.