საქართველომ უკრაინა შემუსრა
04 სექტემბერი 2011

ლიტვაში მიმდინარე საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა უკრაინის გუნდთან და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ამ შეხვედრამდე იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილ გუნდს ლიტვის ქალაქ კლაიპედაში ჩატარებული სამი შეხვედრიდან 1 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა და თუ დღევნდელ მატჩშიც წავიფორთხილებდით მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსსაც ვკარგავდით.
მეტოქემ შეხვედრა მძლავრად დაიწყო და დიდ შესვენებაზეც სამ ქულიანი უპირატეობით გავიდა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა კალათბურთელება ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს, მწვრთნელის მითითებებიც პირნათლად შეასრულეს და საბოლოოდ 69-53 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა კონტინენტის ჩემპიონატის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოსახედრად. ამისათვის ხვალ იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ბულგარეთის ნაკრები უნდა დაამარცხონ.