ვანკუვერის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

12 თებერვალი 2020

2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში საშინელი ტრაგედია დატრიალდა: ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის ოლიმპიურ საციგაო ტრასაზე საკვალიფიკაციო დაშვებისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად დაიღუპა 21 წლის ბაკურიანელი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.

შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ოლიმპიადა შავი ფერებით შეიმოსა. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიოს სპორტული სამყარო. ოლიმპიურ ქალაქზე შავი ჩრდილი ჩამოწვა", - ოლიმპიადის გახსნისას განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ როგემ. ოლიმპიურ სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. ოლიმპიადის გახსნაზე საქართველოს დელეგაცია შავი სამკლაურებითა და შავი შარფებით გამოვიდა. შავი ლენტი ქონდა  საქართველოს სახელმწფიო დროშასაც.
 მას შემდეგ ზუსტად 10 წელი გავიდა.

გთავაზობთ საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის იოზეფ ფენდტი წერილს, რომელიც  ნოდარ ქუმარიტაშვილს ეძღვნება.

უისტლერში, ტრაგიკული შემთხვევის ადგილას, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად მემორიალური დაფა დგას. სპორტსმენის პატივსაცემად, მის მშობლიურ ქალაქ ბაკურიანში მუზეუმი გაიხსნაჩვენ, ყველას ერთი რამ გვაერთიანებს - ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის დიადი ხსოვნა. 2010 წლის 12 თებერვალი პირადად ჩემთვის ყველაზე ცუდი დღე იყო ხანგრძლივი კარიერის მანძილზე. დღე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

ტრაგიკული შემთხვევის მომდევნო დღეს, 24 საათიც კი არ იყო გასული, რომ ვანკუვერის  ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისას, თითქმის ყველა მონაწილემ იასპარეზა ჩაფხუტებზე მიმაგრებული პატარა, შავი ლენტით. ეს იყო ოლიმპიელების მხრიდან კოლეგის უსიტყვო თანაგრძნობა. სიმბოლურად დამაგრებული ლენტი ჩაფხუტებზე უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა მათ გულს. მოციგავეებმა თანაგრძნობის გამოხატვის მდუმარე, მაგრამ გაცილებით შთამბეჭდავი და გულწრფელი გზა აირჩიეს.

თანაგრძნობა კოლეგების მხრიდან დღესაც გრძელდება. ყოველ ჯერზე, როცა მსოფლიო ჩემპიონატი უისტლერში ტარდებ, სადაც ნოდარმა ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე, მოასპარეზეები მთელი მსოფლიოდან მემორიალურ დაფასთან იკრიბებიან. ისინი ნოდარის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს. მას არა მხოლოდ სპორტსმენები იხსენებენ... ციგაობის საერთაშორისო ფედერაციას ნოდარ ქუმარიტაშვილი არასოდეს დაავიწყდება!"