ათი წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან

12 თებერვალი 2020

2010 წელს ვანკუვერში ზამთრის  XXI ოლიმპიური თამაშები ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედიით დაიწყო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე  რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ნოდარი საქართველოს ოლიმპიური გუნდის  გამორჩეულად დიდი პერსპექტივის მქონე სპორტსმენი გახლდათ.  ის თავისი ნიჭით და  შრომისმოყვარეობით ნამდვილად ბევრჯერ ასახელებდა  ჩვენს ქვეყანას, რომ არა ეს ტრაგიკული შემთხვევა.

დღეს ბაკურიანში ნოდარის საფლავს პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა და სპორტულმა დირქტორმა გიორგი ესაკიამ. ისინი გაესაუბრნენ ნოდარის ოჯახის წევრებს და ახლობლებს, დაათვალიერეს მემორიალური მუზეუმი.

ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.