ვანკუვერი-2010 ათი წლის იუბილესთვის ემზადება

13 თებერვალი 2020

ათი წლის წინ ვანკუვერში ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით 22 თებერვალს ვანკუვერის საგამოფენო კომპლექსში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედალოსნები.

კანადის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლიზა ტრიში აღნიშნავს, რომ 2010 წლის ოლიმპიური თამაშები ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტი გახდა, რამაც კანადელები სპორტულ ერად აღიარა.

ვანკუვერში ზამთრის XXI ოლიმპიურ თამაშებს 2010 წლის 12-28 თებერვალს უმასპინძლეს. მასში მონაწილეობდა 82 ქვეყნის 2566 ათლეტი. სპორტის 7 სახეობაში მედლების 86 კომპლექტი გათამაშდა.

საქართველო სპორტის 3 სახეობაში (სამთო თხილამურები, ფიგურული ციგურაობა, ციგა) 7 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. თამაშების გახსნის დღეს, საციგაო ტრასაზე საკვალიფიკაციო დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ქართველი ოლიმპიელი ნოდარ ქუმარიტაშვილი.