IOC: ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისში კორონავირუსთან ბრძოლა მნიშვნელოვანია

20 თებერვალი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრესსამსახურის განცხადებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისში მის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს კორონავირუსთან (COVID-19) ბრძოლა.

„ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება გეგმისამებრ მიმდინარეობს. ინფექციური დაავადების წინააღმდეგ კონტრზომები უსაფრთხო და საიმედო თამაშების ჩასატარებლად გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საორგანიზაციო კომიტეტი თანამშრომლობას გააგრძელებს ყველა შესაბამის ორგანიზაციასთან, რომლებიც ზედმიწევნით ადევნებენ თვალ-ყურს დაავადების ნებისმიერ შემთხვევას. ასევე განიხილავს ყველა შესაძლო კონტრზომას, რომელიც კი საჭირო იქნება. გარდა ამისა, IOC კავშირზეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე საკუთარ სამედიცინო ექსპერტებთან. დარწმუნებულები ვართ, რომ იაპონიისა და ჩინეთის მთავრობები ვითარების გამოსასწორებლად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებენ," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.