შეხვედრა ოლიმპიურ მუზეუმში

21 თებერვალი 2020

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს  207-ე საჯარო სკოლის და ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის -  „ XXI საუკუნის" მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას და  ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.

მოსწავლეებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლა  თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა. სახელოვანი მოჭიდავე  მოსწავლეებს თავის განვლილ სპორტულ კარიერაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სტუმრები ასევე შეხვდნენ ფეხბურთში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს გელა კეტაშვილს.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე იხილეს დავით გობეჯიშვილის შესახებ  ფილმი ,,ერთი ჩემპიონის ისტორია".