საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ემზადება

05 მარტი 2020

დღეს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრნენ.

მოკრივეთა ეროვნული ნაკრები სალიცენზიო ტურნირისთვის აქტიურ მზადებას გადის. ტურნირს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი 13-23 მარტს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან მოკრივეები 7 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

 

1. სახილ ალახვერდოვი - 52 კგ

2. არტუშ გომციანი - 57 კგ

 3. ლაშა გურული - 63 კგ

4. ესკერხან მადიევი - 69 კგ

5. გიორგი ხარაბაძე - 75 კგ

 6. ნიკოლოზ ბეგაძე - 91 კგ

 7. გიორგი ჭიღლაძე - 91+ კგ

 

მოკრივეებს მიესალმა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.