ტოკიო-2020-ის თილისმები ევროპაში მოგზაურობენ

06 მარტი 2020

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების თილისმები - მირაიტოვა და სომეიტი ევროტურში იმყოფებიან. თილისმები, რომლებიც ევროპაში მოგზაურობას 19 თებერვლიდან შეუდგნენ, ორი თვის განმავლობაში ოლიმპიურ მოძრაობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილებს ეწვევიან, ასევე - ყოფილი და მომავალი ოლიმპიური თამაშების რამდენიმე დედაქალაქს.

ტოკიო-2020-ის თილისმები მოგზაურობას 1992 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დედაქალაქ ბარსელონადან შეუდგნენ.

მირაიტოვა და სომეიტის ევროტური დასრულდება ლოზანაში, სადაც მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა.