იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლის ჩატანის ცერემონია ბავშვების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის

07 მარტი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის იოშირო მორის ცნობით, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის გადაცემისა და იაპონიაში ჩატანის ცერემონია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით, ბავშვების მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.

ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე 19 მარტს შედგება, ხოლო ტოკიოში მას 20 მარტს ჩაიტანენ.