თომას ბახის განცხადებით, თავის დროზე რიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ზიკას ვირუსი ემუქრებოდა

07 მარტი 2020

კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტს თომას ბახს 2016 წლის მოვლენებს ახსენებს, როდესაც რიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ზიკას ვირუსი დაემუქრა.

„მსგავსი ვითარება არაერთხელ გვქონია. ზამთრის ბოლო ოლიმპიური თამაშების ჩატარებამდე (პიონჩანგი-2018) რამდენიმე თვით ადრე არ ვიცოდით, ჩატარდებოდა თუ არა ის კორეის ნახევარკუნძულზე. მაშინ ჩვენ ვლაპარაკობდით რაკეტებზე, ბირთვულ დარტყმებზე და ბოიკოტებზე, ომზე და მშვიდობაზე. რიოს თამაშებამდე რამდენიმე თვით ადრე ვლაპარაკობდით ზიკას ვირუსზე. მაშინაც აქტიური კონსულტაციები გვქონდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მაშინაც იგივეს გვეკითხებოდნენ," - განმარტავს თომას ბახი.

სამშაბათს IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ხელს ვერ შეუშლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, რომელიც დათქმულ ვადებში - 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.