სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს

10 მარტი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ გუნდში მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც იქნება.

ევროპის ჩემპიონატების სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელი სანდრო ბაზაძე   ლუქსემბურგის მსოფლიო თასის შემდეგ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე საფეხურზეა, რაც ქართველ ხმლით მოფარიკავეს ოლიმპიურ საგზურს აძლევს (მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ადგილი საქართველოს ნაკრების ლიდერისთვის საუკეთესო მაჩვენებელია). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შესაბამის ოფიციალურ შეტყობინებას ახლო მომავალში ელოდება.

სანდრო ბაზაძისთვის ეს იქნება მეორე ოლიმპიური თამაშები. მისი ოლიმპიური დებიუტი 2016 წელს რიოში შედგა, სადაც მან 32 მონაწილეს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.