პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამშენებლო სამუშაოები განაახლეს

10 მარტი 2020

ჩინეთის მთავრობამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) აცნობა, რომ სრულად განაახლა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებული იყო.

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, სპორტულ ობიექტებზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. მისი განცხადებით, ყველა არენა და დამხმარე ინფრასტრუქტურა, გეგმისამებრ, წლის ბოლომდე მზად იქნება.