IOC ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევებით იხელმძღვანელებს

13 მარტი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC ტოკიოს ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებით იმოქმედებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რჩევების თანახმად.

„ჩვენ გავყვებით WHO-ს რჩევებს", - განაცხადა თომას ბახმა, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ IOC წარმატებიული ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე მუშაობს.

გარდა ამისა, თომას ბახი აღნიშნავს, რომ ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ასპარეზობებთან დაკავშირებით არსებობს  პრობლემები, რომელთა კალენდარშიც სერიოზული ცვლილებები შეაქვთ.

„ჩვენ აქ მოქნილები უნდა ვიყოთ," - დასძენს IOC-ის პრეზიდენტი.

12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო. ერთი დღით ადრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის გამო პანდემია გამოაცხადა.