ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების დათქმულ ვადებში ჩასატარებლად ემზადება

21 მარტი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ტოსიაკი ენდოს განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, ტოკიო-2020 ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის ვადებში (24 ივლისი - 9 აგვისტო) ჩასატარებლად ემზადება. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზეა (IOC).

IOC ის ორგანიზაციაა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ოლიმპიური თამაშების ივლისში ჩასატარებლად," - განმარტავს ტოსიაკი ენდო.

IOC-ის 17 მარტს განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემისის გამო შეჩერებული ან გადავადებულია ოლიმპიური საკვალიფიკაციო ასპარეზობები, მოცემული მომენტისთვის თამაშების გადასატანად რადიკალური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არის.