IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარს განიხილავს

23 მარტი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მომავალთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწყობილ ტელეკონფერენციაზე იმსჯელა. სხდომის უმთავრესი საკითხი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაგეგმარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარის განხილვა იყო, მათ შორის - ტოკიო-2020-ის შესაძლო გადავადება.