იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პანდემია ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დათქმულ ვადებში ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა

23 მარტი 2020

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ქვეყნის პარლამნეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დათქმულ ვადებში ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა.

„ვფიქრობ, მსოფლიოში შექმნილი ვითარება ოლიმპიური თამაშების დროულად ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა. თუ თამაშების ჩატარება გართულდა, მაშინ მისი გადავადება უნდა გადავწყვიტოთ, უმთავრესი ყურადღება ათლეტთა ჯანმრთელობას უნდა დაეთმოს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უნდა მიიღოს, მიგვაჩნია, რომ თამაშების გაუქმება ჩვენი არჩევანი არ არის," - განაცხადა სინძო აბემ და ამასთან გამოთქვა იმედი, რომ თამაშების ჩატარების საკითხს განიხილავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახთან.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის ხელისუფლება უახლოეს ხანებში IOC-ს აცნობებს, რომ აპირებს დათანხმდეს ოლიმპიური თამაშების გადავადებას თუ, რა თქმა უნდა, IOC შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ერთი დღით ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში მიიღებენ.