ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები გადაიდო

24 მარტი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), იაპონიის მთავრობის და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის დღევანდელი შეთანხმების თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო, მიღებულია გადაწყვეტილება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გადადების შესახებ.

 ოლიმპიური თამაშები გაიმართება 2021 წელს, არაუგვიანეს ზაფხულისა. კონკრეტული თარიღი ცნობილი გახდება მოგვიანებით.

ასევე გადაწყდა, რომ თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ტოკიო-2020."