თომას ბახის განმარტებება ოლიმპიური თამაშების გადადებასთან დაკავშირებით

25 მარტი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების გაუქმება ვერ იქნებოდა გამოსავალი.

„გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე მივიღეთ. პირველივე დღიდან, ყოველდღიურად, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში მოვლენების ვაკვირდებოდით, ვუსმენდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და მზად ვიყავით მოვლენათა განვითარების ნებისმიერი შემთხვევისთვის.

თავიდან ყველაფერი იაპონიაზე იყო დამოკიდებული, შეძლებდნენ თუ არა თამაშების ორგანიზებას. მერე და მერე კი ფოკუსირება მთელ მსოფლიოზე, მსოფლიო საზოგადოებაზე მოხდა.

საკითხავი გახდა, შეძლებდა თუ არა მსოფლიო იაპონიაში ჩასვლას, შეძლებდა თუ არა იაპონია უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ვითარება სწრაფად შეიცვალა.  რწმენა დაიკარგა, რომ  ოთხი თვის შემდეგ თამაშების ორგანიზებას შევძლებდით. აქედან გამომდინარე, თამაშების გადატანა გადაწყდა.

ჩვენთვის აშკარაა, რომ თამაშების გაუქმება არ იყო გამოსავალი. ამიტომაც, მის გადატანას განვიხილავდით. WHO-ს რჩევების შემდეგ, როდესაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ვითარება სულ უფრო რთულდებოდა, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს დავუკავშირდით. ვესაუბრეთ სინძო აბეს (იაპონიის პრემიერ-მინსიტრი). დავილაპარაკეთ, რომ სწორი იქნებოდა თამაშების გადატანა. ეს ვერ იქნებოდა მხოლოდ IOC-ის გადაწყვეტილება. ჩვენ ის ერთად მივიღეთ.

დარწმუნებული ვარ, თამაშები-2020 ტოკიოში წარმატებით ჩატარდება 2021 წელს და ეს იქნება კორონავირუსზე გამარჯვების ზეიმი," - განაცხადა თომას ბახმა.