ტოკიო-2020-ის გადატანასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა გაუგებრობა გამოიწვია

22 აპრილი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მიმართა თხოვნით, IOC-ის ვებ-გვერდიდან აეღოთ იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს ნათქვამი, რომლის მიხედვითაც ტოკიო საკუთარ თავზე აიღებდა ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

IOC-ის ადრეული ცნობით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ იაპონია IOC-თან ერთად ხელშეკრულების შესაბამისად, ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის საჭირო ხარჯების გაწევას გააგრძელებდა.

მოგვიანებით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ იაპონიას თამაშების გადატანაზე დამატებითი ხარჯების აღებაზე მოლაპარაკება არ დაუსრულებია.

„პრემიერ-მინისტრის სახელის ამგვარად ხსენება უადგილოა. გარდა ამისა, IOC-ის გვერდზე არ უნდა იყოს მითითებული, რომ IOC-სა და ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს შორის ამგვარი შეთანხმება შედგა," - განაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა მასა ტაკაიამ.

ამის შემდგომ გამოქვეყნებულ IOC-ის განცხადების ახალ ვერსიაში საუბარია, რომ IOC-მა და იაპონიის მთავრობამ თამაშების წარმატებით ჩასატარებლად გამოხატეს მზადყოფნა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები. IOC და იაპონიის მხარე ერთად განიხილავენ თამაშების გადატანის შედეგებს.