კორონავირუსის პირველი შემთხვევა ტოკიო-2020-ში

22 აპრილი 2020

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წევრს, რომელიც თამაშების შტაბ-ბინაში მუშობს, COVID-19-ზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და სახლში თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„საორგანიზაციო კომიტეტმა გამოავლინა ყველა ის პირი, ვისაც ინფიცირებულთან  მჭიდრო კავშირი ჰქონდა და დღეიდან  ისინიც თვითიზოლაციაში არიან.  შენობის ის სართული, სადაც ისინი მუშაობდნენ, დაიხურება და დეზინფექცია ჩაუტარდება," - იტყობინება ტოკიო-2020.

იაპონიის პრემიერ-მინიტრის სინძო აბეს მიერ ტოკიოში და კიდევ ექვს პრეფექტურაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, რაც უკვე მთლიანად იაპონიას მოიცავს, ტოკიო-2020-ის თანამშრომლები ძირითადად შინიდან მუშაობენ.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპური კომიტეტის, ტოკიოს მთავრობის და იაპონიის მთავრობის 3800-მდე თანამშრომლისგან შედგება.

დღევანდელი მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის 11 500-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-მა იაპონიაში 283 ადამიანი იმსხვერპლა.