ტოკიო-2020-ის პრეზიდენტს იოშირო მორის სურს, რომ კორონავირუსი აისახოს თამაშების გახსნის ცერემონიაში

23 აპრილი 2020

ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის, იოშირო მორის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებში ასახული უნდა იყოს COVID-19.

მისი თქმით, გახსნის ცერემონიისთვის მზადება „თითქმის დასრულებულია," მაგრამ კორონავირუსის გამო „გადახედვას საჭიროებს".

გარდა ამისა, იოშირო მორი გეგმავს, ცერემონიაზე მომუშავე შემოქმედებით ჯგუფს მიმართოს თხოვნით, სცენარში გაათამაშონ პანდემია: „თუ ტოკიოს თამაშების ჩატარება შესაძლებელი გახდა, ეს იქნება იმის დასტური, რომ ჩვენ დავამარცხეთ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი უბედურება."

იოშირო მორის განცხადება მოჰყვა ტოკიო-2020-ის გახსნის ცერემონიის აღმასრულებელი პროდიუსერის, იტალიელი მარკო ბალიჩის მოსაზრება, რომ COVID-19-ის კრიზისი ასახული უნდა იყოს ღონისძიებაზე, რადგან თამაშების 2021 წლამდე გადავადების მიზეზი სწორედ ის იყო:

„ვფიქრობ, რაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენს გუნდს შეუძლია, ეს სცენარის განახლებაა. მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ გადაახალისონ საკუთარი იდეები და ოლიმპიურ ღირებულებებთან ერთად ის დიდ ზეიმად გარდაქმნან."