გარდაიცვალა ზარბეგ ბერიაშვილი

23 აპრილი 2020

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი მოჭიდავის, ზარბეგ ბერიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს.

ზარბეგ ბერიაშვილი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე. დაიბადა 1939 წლის 10 სექტემბერს თბილისში. მსოფლიოს ჩემპიონი (1969) და სამგზის მეორე პრიზიორი (1963, 1965, 1967). ევროპის სამგზის ჩემპიონი( 1965, 1967, 1970).   XVIII და XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო _ VI ადგილი და  1968, მეხიკო _ V), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1962, 1964 - 1966, 1969), სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის და ღირსების ორდენების კავალერი.