IOC ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში დამატებით ფინანსურ დახმარებას გამოყოფს

24 აპრილი 2020

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური სოლიდარობის ფარგლებში ტოკიოს თამაშებისთვის მოსამზადებლად და მონაწილეობისთვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების დასახმარებლად 25,3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებით ფინანსურ დახმარებას გამოყოფს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 2021 წლისთვის გადავადებით გამოწვეულ ახალ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, ოლიმპიურმა სოლიდარობამ 46,7 მილიონიდან 57 მილიონ დოლარამდე გაუზარდა ბიუჯეტი „ოლიმპიურ თამაშებში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მონაწილეობისთვის IOC-ის სუბსიდირების" პროგრამას.

გარდა ამისა, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის  მხარდასაჭერად 15 მილიონით გაიზარდა ოლიმპიური სოლიდარობის ათლეტთა პროგრამა, რაც მოიცავს 185 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 1600-ზე მეტ სპორტსმენს.